"პრესტონის" ფეხბურთელმა ლატარეაში 1 მილიონი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონლიგის "პრესტონის" 22 წლის ირლანდიელმა მცველმა კევინ ო'კონორმა საშობაო ლატარეაში 1 მილიონი ევრო მოიგო.

ეს ბილეთი მას ბიძამ აჩუქა, "მიდლსბროსთან" თამაშის გამო დაავიწდა შემოწმება და მოგება დედამ აღმოაჩინა. ფეხბურთელი მოგებული თანხის ასაღებად დუბლინში გაემგზავრა და იქიდან დაბრუნებული ინგლისის თასის მესამე ეტაპზე "უიკომბთან" მატჩისათვის მზადებას შეუდგება.

ჯერ არ გადამიწყვიტავს რაში დავხარჯავ ფულს, სასწრაფო გეგმები არა მაქვს, ამ დღეებში ოჯახთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებასო, განაცხადა კევინმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული