03:03 05-01-2018
შესანიშნავი გოლები და ბურთის მაგივრად დაჭერილი თავი ლონდონურ დერბიში [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში "ვესტ ჰემის" ესპანელმა მეკარემ, ადრიანმა ბურთის მაგივრად ხელებში თანაგუნდელის თავი დაიჭირა. მეორე ტაიმში კი "ჩაქუჩებმა" და "დეზებმა" მაყურებელს ფანტასტიკური სანახაობა შესთავაზეს.
70-ე წუთზე სტუმრების ესპანელმა ლეგიონერმა, პედრო ობიანგმა ანგარიში შორეული, ულამაზესი დარტმით გახსნა, 14 წუთის შემდეგ კი "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელმა ნახევარმცველმა ჰონ-მინ სონმა ობიანგს არანაკლებად სანახაობრივი გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
41 ქულით "ტოტენჰემი" ინგლისის ჩემპიონატის მე-5 პოზიციაზეა, "ვესტ ჰემი" კი 21 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული