"ჩელსიმ" შესაძლოა ედენ აზარის ძმა დაიმატოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა მათი ვარსკვლავის, ედენ აზარის ძმა, თორგან აზარი დაიმატოს.

24 წლის ნახევარმცველი "არისტოკრატების" საკუთრებაში 2012-15 წლებშიც იმყოფებოდა, თუმცა ამ კლუბის მაისური არცერთ შეხვედრაში არ მოურგია.

იგი განათხოვრებით სხვადასხვა გუნდში ასპარეზობდა, ბოლოს კი "გლადბახმა" ფეხბურთელი გამოისყიდა.

ახლა კი "ჩელსის" ფეხბურთელის დამატება კვლავ სურს.

გერმანული პრესის ინფორმაციით, ლონდონელები ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულში დაიწყებენ.

თორგან აზარმა მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული