"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სიტისთან" ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 23-ე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერმა" "ოლდ ტრაფორდზე" თავსხმა წვიმაში მწვრთნელის გარეშე დარჩენილი ერთ-ერთი აუტსაიდერი "სტოკი" გაანადგურა - 3:0.

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება დებიუტშივე გოლით აღნიშნა ვალენსიამ. მასპინძლები ძალიან დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ვერ ფლობდნენ და ბევრი მომენტიც არ შეუქმნიათ, მაგრამ 38-ე წუთზე მარსიალმა პოგბას პასით მეორედ დალაშქრა ბატლენდის კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. შესვენებამდე სტუმრებს შეეძლოთ ერთი საპასუხო გოლის გატანა, როდესაც შაკირის დარტყმული ბურთი დე ხეამ მოიგერია.

ნაანტრაქტევს "მანიუმ" უკვე საბოლოოდ დაჩაგრა მოწინააღმდეგე, ლუკაკუმ მესამე გოლი გაიტანა და შეხვედრის დასასრულს მანკუნიანელებმა
ლამაზი თამაშით ასიამოვნეს გულშემატკივარი, რაც ამ სეზონში ხშირად არ გამოსდით. აღსანიშნავია, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ დე ხეამ დიუფს არ გაატანინა პრესტიჟის გოლი.

მოკლედ, "იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტისთან" ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა, სეზონი გრძელია და ვინ იცის, რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონატს ინტრიგა ოდნავ დაუბრუნდა. რაც შეეხება "სტოკს", სტადიონზე იყო მისი ახლადდანიშნული მენეჯერი პოლ ლამბერტი და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა გუნდის კრიზისიდან გამოყვანას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული