29 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც "კანონიერთა" რიგებში პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადასვლა ოფიციალურად გადაწყდა.
გერმანელს "არსენალთან" მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამას გარდა, 2018 წელს იოზილის ცხოვრებაში სხვა სიახლეც იქნება. იგი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თურქ მსახიობ ამინ გულშეზე დაქორწინდება.