რამდენიმე საათის უკან ლონდონის "არსენალმა" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, მაგრამ დღესვე იგი თავის ერთ-ერთ ფორვარდს გამოემშვიდობება.
Bleacherreport-ის ინფორმაციით, ფრანგი შემტევის აგენტი მიქაელ მანუელო ლონდონში იმყოფება და ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებს.
"არისტოკრატებს" ჟირუს შეძენა 18 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. ტრანსფერის გაოფიციალურება რამდენიმე საათშია მოსალოდნელი.