ობამეიანგი: როგორც იქნა! მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდში გადავედი

AutoSharing Option
"არსენალთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჟურნალისებისთვისაც მოიცალა:

"როგორც იქნა! მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდში გადავედი. აქ მიკის (ჰენრიხ მხითარიანს) შევუერთდი. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია, აქ ტიერი ანრი თამაშობდა. ის ყველა ფორვარდისთვის სამაგალითოა.

მომწონდა ანრის სისწრაფე და ბომბარდირული თვისებები. მისნაიარად რომ ვითამაშო, ბევრი უნდა ვივარჯიშო. მე შევეცდები. ჩემი თამაშის მანერა? სწრაფი ვარ, გოლებიც გამაქვს, ცოტათი ანრის ვგავარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული