წყაროს ცნობით, ობამეიანგი "ჩელსიში" თავს არაკომფორტულად გრძნობს და კვლავ ლა ლიგაში ასპარეზობას გეგმავს. თავად გაბონელის დაბრუნების წინააღმდეგი არც "ბარსელონაა", თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფრიკელი "ბლაუგრანაში" გადასვლას უფასოდ შეძლებს.
ობამეიანგი "ჩელსის" გასულ ზაფხულს "ბარსადან" 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. პიერმა მიმდინარე სეზონში ჯამში 16 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს