პეპ გვარდიოლა: უმაღლესი კლასი ვიყავით, მარეზზე კი არ მინდა ლაპარაკი

AutoSharing Option
პრემიერლიგის 25-ე ტურში "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხების (3:0) შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"შესანიშნავი მატჩი იყო, უმაღლესი კლასი, დამსახურებული გამარჯვება და მორიგი 3 ქულა ჩვენს ყულაბაში. დე ბრიუნე სეზონს არაჩვეულებრივ დონეზე ატარებს, სხვები ცდილობენ მას მიბაძონ. ლაპორტამ გუშინ ჩვენთან პირველად ივარჯიშა, დღეს კი დავინახეთ როგორი კარგი მცველია, ყველა გაგვახარა.

ახლა არბიტრებთან საინტერესო საუბარი მქონდა. სხვადასხვა აზრზე ვართ, მაგრამ მივხვდი მათ შეხედულებას, რასაც არ ვეთანხმები. თუმცა, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.

მარეზი "ლესტერის" ფეხბურთელია, არ მინდა მასზე ვილაპარაკო. სატრანსფერო ფანჯარა
დახურულია, სეზონს ამ შემადგენლობით დავასრულებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული