"შესანიშნავი მატჩი იყო, უმაღლესი კლასი, დამსახურებული გამარჯვება და მორიგი 3 ქულა ჩვენს ყულაბაში. დე ბრიუნე სეზონს არაჩვეულებრივ დონეზე ატარებს, სხვები ცდილობენ მას მიბაძონ. ლაპორტამ გუშინ ჩვენთან პირველად ივარჯიშა, დღეს კი დავინახეთ როგორი კარგი მცველია, ყველა გაგვახარა.
ახლა არბიტრებთან საინტერესო საუბარი მქონდა. სხვადასხვა აზრზე ვართ, მაგრამ მივხვდი მათ შეხედულებას, რასაც არ ვეთანხმები. თუმცა, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.
მარეზი "ლესტერის" ფეხბურთელია, არ მინდა მასზე ვილაპარაკო. სატრანსფერო ფანჯარა