ინგლისური პრემიერლიგის კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 430 მილიონი ფუნტი დახარჯეს.
ეს თანხა პრემიერლიგაში სარეკორდოა და წინა მაჩვენებელს (225 მლნ 2011 წელს) ორჯერ აღემატება.
ყველაზე ძვირი ტრანსფერები იყო: ვირჯილ ვან დეიკის "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში" გადასვლა 75 მლნ ფუნტის სანაცვლოდ, ემერი ლაპორტას გადასვლა "ბილბაოდან" "მანჩესტერ სიტიში" 57 მლნ ფუნტად და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადასვლა "დორტმუნდიდან" ლონდონის "არსენალში" 56 მლნ ფუნტად.
ხოლო კლუბების შემოსავალმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 340 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.
14:49 01-02-2018
პრემიერლიგის კლუბებმა იანვარში სარეკორდოდ ბევრი ფული დახარჯეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული