ოფიციალურად: მესუთ იოზილი 2021 წლამდე "მეთოფეა"

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 3 წლით გაახანგრძლივა და "ემირეითსზე" ბურთს 2021 წლამდე გააგორებს.

29 წლის ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა და მისი შესაძლო წასვლის შესახებ ხმებიც ვრცელდებოდა, თუმცა იოზილმა "არსენალში" დარჩენა არჩია. ახალი კონტრაქტის მეშვეობით იგი კვირაში 300 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"ახალი ამბავი უნდა გამცნოთ, რითაც ძალიან ამაყი ვარ. "არსენალში" კიდევ 3 წლით დავრჩები. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება კი მე გულმა მიკარნახა. "არსენალში" თავს
ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

ძალიან დიდ მოტივაციას ვგრძნობ და იმედი მაქვს, შემდეგ წლებში დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ერთხელ მეთოფე, ყოველთვის მეთოფე", - დაწერა იოზილმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული