კევინ დე ბრუინი: 20 მატჩის შემდეგ თავს ნეხვივით გრძნობ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა გუნდის რთული გრაფიკის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელებმა" პრემიერლიგის 26-ე ტურში "ბარნლისთან" ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს. ეს ბელგიელი ფეხბურთელისთვის სეზონში 42-ე მატჩი იყო.

"დაღლილობას მატჩის პირველივე წუთიდან ვგრძნობდით. სეზონის პირველ 10 შეხვედრაში თავს კარგად გრძნობ, შემდეგ 10-ს - ნორმალურად, მაგრამ 20 მატჩის შემდეგ თავს ნეხვივით გრძნობ.

ახლა ჩვენს განკარგულებაში 15-16 ფეხბურთელია. ამიტომ ეს სირთულეები უნდა გადავლახოთ", - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს The Guardian-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული