ჰარი კეინი: 8 წლის ასაკში "არსენალიდან" გამომაგდეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ფორვარდმა ჰარი კეინმა გაიხსენა, თუ როგორ გამოაგდეს "არსენალის" აკადემიიდან:

"მახსოვს "მეთოფეებთან" პირველი მატჩი. ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ 8 წლისა "არსენალიდან" გამომაგდეს და ყოველთვის, როდესაც ამ გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ გავდივარ, საკუთარ თავს ვეუბნები:"კარგი, ახლა ვნახავთ, ვინ იყო მართალი".

ახლა ვხვდები, "არსენალიდან" გამოშვება საუკეთესო იყო, რაც შეიძლებოდა დამმართნოდა".

ეს გუნდები ერთმანეთს 10 თებერვალს პრემიერლიგის 27-ე ტურში შეხვდებიან და ჰარის კიდევ ერთხელ მიეცემა "მეთოფეებზე" შურისძიების საშუალება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული