პატრის ევრა პრემიერლიგაში დაბრუნდა

AutoSharing Option
პატრის ევრა კარიერას "ვესტ ჰემში" განაგრძობს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება. 36 წლის მცველი ცნობილი ინციდენტის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და "ჩაქუჩებსაც" იგი სრულიად უსასყიდლოდ შეუერთდება.

ინგლისური ფეხბურთი ევრასთვის უცხო არ არის. იგი მრავალი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა პერიოდში კი "მონაკოს", "იუვენტუსის" და "მარსელის" ფორმას ირგებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული