პიერ - ემერიკ ობამეიანგი ლონდონში 16-მილიონიანი სახლის ყიდვას აპირებს

AutoSharing Option
ვინაიდან გაბონელ თავდამსხმელს პიერ - ემერიკ ობამეიანგს ამ სეზონში ევროტურნირებზე "არსენალში" თამაშის უფლება არა აქვს, გუნდს შვედეთში "ოსტერსუნდსთან" ევროპა ლიგის მატჩზე არ გაყვა და ჩრდილოეთ ლონდონში შესაძენად სახლი შეარჩია, რომელიც 4 წლის წინ ცნობილი დიზაინერის კელი ჰოპენის პროექტით ააშენეს და 16 მილიონი ფუნტი ღირს.

ამ სახლში მისაღები, სასტუმრო, 7 საძინებელი ოთახი, აგრეთვე სასადილო, კაბინეტი, 6 აბაზანა და 5 საშხაპეა, ხოლო სადრდაფში თანანედროვე საცურაო აუზი, კინოთეატრი და ტრენაჟორების დარბაზია განთავსებული.

გვერდით კი მისი თანაგუნდელები ლორან კოსიელნი, ალეკსანდერ ლაკაზეტი და მესუთ იოზილი
ცხოვრობენ.

ერთი პრობლემა აწუხებს მხოლოდ ობას - სახლს ორადგილიანი გარაჟი აქვს, მას კი რამოდენიმე ძვირფასი ავტომობილი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული