22:51 25-02-2018
"მანჩესტერ სიტიმ" "უემბლიზე" "არსენალი გაანადგურა და ინგლისის ლიგის თასს დაეუფლა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მე-18 წუთზე სერხიო აგუერომ მეკარე კლაუდიო ბრავოს პასით გახსნა, მეორე ტაიმში კი დავიდ ოსპინას გოლები ვენსან კომპანიმ და დავიდ სილვამ გაუტანეს.
"ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ კარიერაში მწვრთნელის რანგში 22-ე ტურნირი მოიგო, მათ შორის 11 ფინალიდან 10. ეს ინგლისში მის მიერ მოპოვებული პირველი ჯილდოა. მას ჯემპრზე დაპატიმრებული კატალონიელი პოლიტიკოსების მხარდასაჭერი ბაფთა ჰქონდა მიმაგრებული.
სერხიო აგუერომ მეოთხედ გაიტანა "სიტიში" სეზონში 30 და მეტი გოლი. 199 გოლით ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
"არსენალმა" ბოლოს 3 გოლი "უემბლიზე" 19 წლის წინ გაუშვა.
"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა "მეთოფეთა" თამაშს სირცხვილი უწოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული