არსენ ვენგერი ისევ მსაჯობაზე წუწუნებს

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების (0:3) შემდეგ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა:

"მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. რა თქმა უნდა, როდესაც 0:3-ს წააგებ, დაცვის გაძლიერებაზე უნდა იმუშავო. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ დროის უმეტეს მონაკვეთში დაცვაში ურიგოდ არ გვითამაშია. ხანდახან კონცენტრაციას ვკარგავდით, რაც ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ძვირად გიჯდება. გადამწყვეტ მომენტებში არ გვეყო მობილიზაცია და არა მონდომება. ვიზავის ბევრი მომენტი შევაქმნევინეთ, ჩვენ კი ვერ შევქმენით.

გადამწყვეტი მეორე გოლი იყო, რომელიც ჩემის აზრით 100%-იანი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეს. როდესაც მარცხდები, კრიტიკაც უნდა
მიიღო. დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან. ფინალი წავაგეთ და ახლა ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის მოვემზადებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული