პეპ გვარდიოლა: ეს თასი ჩემი კი არა გუნდისაა

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის ფინალში "არსენალის" დამარცხების (3:0) შემდეგ სიხარული ვერ დამალა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ:

"მნიშვნელოვანი გამარჯვებით ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ვულოცავ ყველას, ვინც კლუბთანაა დაკავშირებული და აგრეთვე გულშემატკივრებს. ეს თასი ჩემი კი არა გუნდისაა.

პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია, ბევრი შეცდომები დავუშვით. მეორე ტაიმში კი დიდებულად გავისარჯეთ. "უიგანთან" 45 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით და გაგვიჭირდა. ახლა პრემიერლიგაზე მოვახდენთ კონცენტრაციას და ყველა შეხვედრების მოგებას შევეცდებით. იგივეს ვიტყვი ჩემპიონთა ლიგაზეც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული