"არსენალის" გულშემატკივრები ვენგერს: გთხოვთ, წადი!

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" Carabao Cup-ის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" 0:3 წააგო. თამაშის შემდეგ განსაკუთრებული კრიტიკა დაატყდა "მეთოფეთა" მწვრთნელ არსენ ვენგერს, რომლის წასვლასაც გულშემატკივარი ითხოვს.

სოციალურ ქსელში ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი პოსტი იწერება. აი, რას წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი:

"ძვირფასო ვენგერ, გთხოვთ, პირველ რიგში, იფიქრო კლუბზე და წახვიდე. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხარ და ყველაფრისთვის მადლობას გიხდით, თუმცა ვფიქრობთ, რომ დროა, წახვიდე".

სოციალურ ქსელებში შეხვდებით მსგავს პოსტსაც: "აბსოლუტური შოკი მთელი სეზონის განმავლობაში და მით უმეტეს, დღეს. არსენ, გთხოვ, წახვიდე!".

აქვე გეტყვით, რომ "არსენალი" "სიტის"
პირველ მარტს პრემიერლიგის ეგიდითაც დაუპირისპირდება და საინტერესოა, თუ რა ბანერებით იქნებიან წარდგენილნი "მეთოფეთა" გულშემატკივრები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული