ანდერ ერერას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა მოხდა 2011 წელს?

AutoSharing Option
ესპანეთის პროკურატურამ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით ახალ ფაქტს მიაკვლია, რომლის მიხედვითაც, 2011 წელს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩი "სარაგოსასა" და "ლევანტეს" შორის გარიგებული იყო.

"ლევანტემ" მეტოქეს 3 ქულა დაუთმო, რითაც "სარაგოსამ" უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. იმ პერიოდში კი გიორგი პაპუნაშვილის ამჟამინდელი კლუბის ღირსებას "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ანდერ ერერა იცავდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ესპანეთის პროკურატურა ყველა პირის დასჯასა და 4-წლიან პატიმრობას ითხოვს. გარიგებულ მატჩში ერერასთან ერთად კიდევ 34 ადამიანის გვარი ფიგურირებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული