"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" ისევ შავი დღე აყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 თებერვალს "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალი" "უემბლიზე" ინგლისის ლიგის ფინალში 3:0 დაამარცხა, დღეს კი პრემიერლიგის 28-ე ტურის უკანასკნელ მატჩში "ემირეითსზე" იგივე ანგარიშით სძლია.

ეს შეხვედრა დიდთოვლობის გამო კინაღამ გადაიდო, მაგრამ მოახერხეს მოედნის გაწმენდა და პირველ ტაიმში გოლები ბერნარდო სილვამ, დავიდ სილვამ და ლეროი სანემ გაიტანეს.

აღსანიჩნავია, რომ მეორე ტაიმში სტუმართა მეკარე ედერსონმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

"მეთოფეებმა" პრემიერლიგის ისტორიაში პირველად გაუშვეს საკუთარ მოედანზე პირველ ტაიმში 3 გოლი, წააგეს ზედიზედ 3 მატჩი და ბოლო 7-დან 5.

"ქალაქელებმა" კი 1962/1963 წლების სეზონში
"ტოტენჰემის" მიერ 28 ტურში გატანილი 82-გოლიანი რეკორდი გაიმეორეს და  ერთ სეზონში 63 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს გასვლაზე "არსენალი", "ჩელსი" და "მანჩესტერი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტავი რიდის მიხვდებიან ვენგერის გაშვებას...
Lasha
05:01 02-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული