მაურიციო პოჩეტინიო: იმედია, ჰარი კეინის ტრავმა სერიოზული არაა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 30-ე ტურში "ტოტენჰემმა" სტუმრად 4:1 დაამარცხა "ბორნმუთი". მატჩის 34-ე წუთზე ტრავმა მიიღო "დეზების" ფორვარდმა ჰარი კეინმა და შეცვალეს. მან სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ლონდონური გუნდის მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინიომ გააკეთა:

"ჰარის ტრავმირებულ კოჭ-წვივზე მედშემოწმება ჩაუტარდება. იმავე ადგილას ადრე ტრავმა ჰქონდა. იმედია, არაფერი სერიოზული არ სჭირს.

თავად პოზიტიურადაა განწყობილი. ძლიერი პიროვნებაა. გაუხარდა გუნდის გამარჯვება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული