ჯონ ტერიმ აზრი შეიცვალა - "ჩელსის" ლეგენდარული მცველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგაც ითამაშებს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ასტონ ვილას" მცველ ჯონ ტერის ბირმინგემულ კლუბში დარჩენა კიდევ ერთი წლით სურს.

ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტივ ბრიუსის გაწვრთნილები პრემიერლიგის საგზურს მოიპოვებენ.

როგორც იცით, ტერი ლონდონის "ჩელსის" ლეგენდაა. "ასტონ ვილაში" გადასვლა კი იმით ახსნა, რომ პრემიერლიგის გუნდში ასპარეზობა არ სურდა, რადგან "არისტოკრატების" წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა.

თუმცა, როგორც ინგლისური პრესა იუწყება, 37 წლის მცველმა აზრი შეიცვალა. ტერი აპირებს ასევე სამწვრთნელო კურსები გაიაროს და მომავალში ლონდონის "ჩელსიში" დასაქმდეს.

ბირმინგემული კლუბი მე-4 ადგილზე იმყოფება და პლე-ოფის ზონაში თამაში
თითქმის გარანტირებული აქვს, თუმცა უმაღლეს დივიზიონში პირდაპირ გადასასვლელ ზონას 7 ქულა აშორებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული