კევინ დე ბრუინი: წლის საუკეთესო ფეხბურთელობას ვიმსახურებ, მაგრამ სალაჰს ვერ შევედრები

AutoSharing Option
ვინ გახდება ინგლისის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი? დიდი ალბათობით, ეს მოჰამედ სალაჰი ანდაც კევინ დე ბრუინი იქნება.

ორივე ფეხბურთელს ძალიან კარგი სეზონი აქვს. ჟურნალისტები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბელგიელ ნახევარმცველს გაესაუბრნენ.

"თუ მე ამ ჯილდოს მივიღებ, ეს კლუბისთვისაც და ჩემთვისაც დიდებული იქნება. ერთი მხრივ, ამ პრიზს ვიმსახურებ, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ფორმაში ვარ.

ჩემი ასპარეზობით ძალიან ბედნიერი ვარ და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი კარგი წელი მექნებოდა.

სალაჰთან შედარება? ეს შეუძლებელია. ჩვენ თითქმის სხვადასხვა პოზიციაზე გვიწევს თამაში. მაგალითად,
"ევერტონის" წინააღმდეგ დაცვით ფუნქციებს ვასრულებდი და ამ დროს კი ეგვიპტელი ფორვარდის პოზიციაზეა.

რა სტატისტიკით უნდა შეგვადარონ ერთმანეთს? მას დიდებული სეზონი და გოლების ჩინებული ალღო აქვს.

ყველას თავისი აზრი აქვს და ზოგს ჩემი სტილის ფეხბურთელები მოსწონს, ზოგსაც კი სალაჰის", - აღნიშნა დე ბრუინმა.

მომზადებულია Telegraph.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე კი ორივე ძალიან მომწონს.
სოსო
13:32 03-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული