"მანჩესტერ სიტის" მეკარემ Ferrari შეიძინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 24 წლის მეკარემ ედერსონმა ძვირფასი ავტომობილი იყიდა და "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩისწინა ვარჯიშზე ახალი Ferrari-თ მივიდა.

ედერსონი "ქალაქელებმა" შარშან "ბენფიკასგან" 40 მილიონ ევროდ შეიძინეს, მისი ყოველკვირეული ხელფასი 80 ათასია და თავისუფლად შეუძლია საკუთარ თავს ასეთი საჩუქარი გაუკეთოს.

ის "სიტიში" თავის პირველ სეზონს შესანიშნავად ატარებს, ყოველ მეორე შეხვედრაში კარს მშრალად ინახავს და საშუალოდ 1 მატჩში 0.68 გოლს უშვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული