"სიტისა" და "იუნაიტედის" ფანებმა მატჩამდე იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მანჩესტერის პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მანჩესტერული დერბის წინ გულშემატკივრებს შორის ჩხუბი გაიმართა.

ჩხუბის შემდეგ კი ორი მამაკაცი დააკავეს.

"იუნაიტედისა" და "სიტის" დაახლოებით 50-მა ფანმა, რომელთა უმრავლესობა შავებში იყო ჩაცმული, სტადიონ "ეტიჰადის" მახლობლად, ბენგელ-სტრიტზე მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს. შეტაკება რამდენიმე წამი გაგრძელდა, რადგან ინციდენტის ადგილას მალევე პოლიცია გაჩნდა.

▶ "მანჩესტერ სიტი" მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ (2:0) "მანჩესტერთან" დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული