ჩინურ სახელმწიფოს სურს, ვენგერს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საკითხი ანდოს და ამისთვის სრულ თავისუფლებას აძლევს.
მეორე აზიური ვარიანტი ფრანგისთვის იაპონიის ნაკრების მწვრთნელობაა. იაპონიის ფეხბურთის ფედერაციამ ვახიდ ჰალილჰოჯიჩი მუნდიალის დაწყებამდე ორი თვით ადრე გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ვენგერი 1994-96 წლებში იაპონურ "ნაჰოია გრამპუსში" მუშაობდა. ამიტომ მისთვის იაპონური ვარიანტი უცხო არ უნდა იყოს.
გარდა ამისა, არსენ ვენგერის კანდიდატურას განიხილავენ დორტმუნდის "ბორუსიაში" პიტერ შტეგერის შემცვლელად. თან
კიდევ ერთი ვარიანტად პსჟ-ის ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი თანამდებობის დაკავება სახელდება.
- არსენ ვენგერი "არსენალის" მწვრთნელი 1996 წლიდან არის და გუნდს 22 სეზონში ხელმძღვანელობდა.
- ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეებთან" ერთად სამჯერ მოიგო პრემიერლიგა და 7-7-ჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.
▶ რას აკეთებდნენ ვაისი, ქეცბაია, გვარდიოლა და სხვები, როცა ვენგერი არსენალში დაინიშნა [PHOTO]
მომზადებულია Telefoot-ის მიხედვით