ჟოზე მოურინიო: სალაჰი მე გავუშვი? ეს ასე არაა და ამაზე არავინ საუბრობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ლონდონის "ჩელსიში" მუშაობისას ავარჯიშებდა.

"ჩემი აზრით, სალაჰისთვისაც ასეთი წარმატება ნამდვილი სიურპრიზია. ეს უფრო ფანტასტიკის ჟანრიდანაა.

რა თქმა უნდა, ის დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც ბრწყინვალე სრულყოფილებას მიაღწია.

მას არაერთ ქვეყანაში უთამაშია, იმუშავა ბევრ მწვრთნელთან და მიიღო დიდი გამოცდილება. სალაჰმა თავისი სათამაშო სტილი იპოვა, რომელიც კლუბსაც შესანიშნავად მოერგო.

ხალხი ამბობს, რომ ის "ჩელსიდან" მე გავუშვი, მაგრამ ყველას ერთი რაღაც ავიწყდება: ვინ იყიდა სალაჰი? რა თქმა უნდა, მე. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.

ის ჩვენთან
ძალიან ახალგაზრდულ ასაკში მოვიდა და როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, მზად არ იყო. მისთვის კულტურა და საზოგადოებრივი ურთიერთობები სრულიად უცხო აღმოჩნდა.

გადავწყვიტეთ, რომ მოჰამედი "ფიორენტინაში" გაგვენათხოვრებინა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა. ზუსტად ეს იყო მისი სურვილიც.

რაც შეეხება მის გაყიდვას, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. კლუბმა გადაწყვიტა, რომ სალაჰი გაეყიდა და ამ ფულით სხვა ფეხბურთელებით გავძლიერებულიყავით.

ეს ასეა და ამაზე არავინ საუბრობს. სალაჰი მე მოვიყვანე, განათხოვრებაც ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ გაყიდვით ის მე არ გამიშვია", - აღნიშნა მოურინიომ.

▶ როგორ დაეხმარა სალაჰი ქურდს, რომელმაც მისი სახლი გაძარცვა - ეგვიპტის გმირის ისტორია
▶ როგორ გამოიყურებოდა სალაჰი ქორწილში 2013 წელს და რატომ დაარქვა მან შვილს მაკა? [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული