"არსენალის" მწვრთნელი შესაძლოა ჟოზე მოურინიოს ასისტენტი გახდეს

AutoSharing Option
ინგლისური პრესა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ლონდონის "არსენალის" მწვრთნელი შესაძლოა ჟოზე მოურინიოს ასისტენტი რუი ფარია გახდეს.

ფარია და "განსაკუთრებული" ერთად 2001 წლიდან მუშაობენ და პორტუგალიურმა დუეტმა მრავალი კლუბი მოიარა.

როგორც იცით, როგორც ჟოზეს, ისე მის თანაშემწეს, არსენ ვენგერთან და "მეთოფეთა" გუნდთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. ამიტომ ეს ცნობა გასაკვირია.

ფარიას გარდა, "არსენალის" მომავალ დამრიგებლად მასიმილიანო ალეგრი, კარლო ანჩელოტი, ლუის ენრიკე და სხვა სპეციალისტები განიხილებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული