პარადოქსი: 2017/18 წლების სეზონში "იუნაიტედმა" "სიტიზე" მეტი თანხა გამოიმუშავა

AutoSharing Option
BBC-ის ცნობით, 2017/18 წლების სეზონში ინგლისური კლუბებიდან ყველაზე დიდი თანხა "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოიმუშავა.

"წითელი ეშმაკების" ყულაბა 149,77 მილიონი ფუნტით შეივსო, ეს მაშინ, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდის ხაზინა 149,44 მილიონი ფუნტით გამდიდრდა.

საქმე იმაშია, რომ "ოლდ ტრაფორდიდან" გასულ სეზონში 2-ით მეტი შეხვედრა იქნება ნაჩვენები, ვიდრე "ეტიჰადიდან", რამაც ეს სხვაობა მოგვცა.

"სიტიმ" პირველობისა და ჩემპიონობისთვის 38,63 მილიონი ფუნტი მიიღო, "იუნაიტედმა" მეორე ადგილზე გასვლისთვის კი - 36,69 მილიონი ფუნტი.

აქვე გეტყვით, რომ "ტოტენჰემმა" - 34,76, "ლივერპულმა" - 32,78, ხოლო "ჩელსიმ" 30,90 მილიონი ფუნტი
გამოიმუშავეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული