მაურიციო სარი დღეს ლონდონში "ჩელსის" ხელმძღვანელობას შეხვდება

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლის" მწვრთნელობიდან გადაყენებული მაურიციო სარი "ჩელსის" მენეჯერობის მთავარ კანდიდატად განიხილება.

დღეს ის ლონდონში ჩავა და "არისტოკრატების" ხელმძღვანელობასთან მის გუნდის თავკაცად დანიშვნას განიხილავს.

მაურიციოს გუნდის ჩაბარებას აგრეთვე "ზენიტი" სთავაზობს.

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სარის მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მის ნაცვლად კარლო ანჩელოტი დანიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული