ყველა დროის რეკორდი - მსოფლიო ჩემპიონატზე "სიტის" 17 ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
ინგლისურმა "მანჩესტერ სიტიმ" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელი მიავლინა, რაც ყველა დროის რეკორდია.

აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ლონდონის "არსენალს" ჰქონდა დაფიქსირებული, რომლის რიგებიდანაც 2006 წლის გერმანიის მუნდიალზე 15-მა ფეხბურთელმა ითამაშა.

ინგლისის მოქმედ ჩემპიონთა შემადგენლობიდან მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

ნიკოლას ოტამენდი, სერხიო აგუერო (არგენტინა), ვინსენ კომპანი, კევინ დე ბრუინი (ბელგია), ედერსონი, დანილო, ფერნანდინიო, გაბრიელ ჟეზუსი (ბრაზილია), ფაბიან დელფი, ჯონ სტოუნსი, კაიულ უოლკერი, რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი), ილქაი გიუნდოგანი, ლეროი სანე (გერმანია), ბერნარდო სილვა (პორტუგალია), დავიდ სილვა (ესპანეთი), ბენჟამინ მენდი (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული