ხოსეპ გვარდიოლა: ვიმედოვნებ, "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგების საშუალებას არ მივცემთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას მადრიდის "რეალის" მიღწევების შესახებ დაეკითხნენ: 

"რაც "რეალმა" გააკეთა, შთამბეჭდავია. არ აქვს მნიშვნელობა, დაიმსახურა თუ არა გუნდმა ეს.

მათ უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენეს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს აღარ მივცემთ უფლებას, თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგონ".

გვარდიოლას ასევე "ბარსელონას" გასულ სეზონზეც დაეკითხნენ.

"ბარსელონასაც" ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. თუ ისინი თამაშს ისე გააგრძელებენ, როგორც მათ დნმ-შია, ჩავისა და ანდრეს ინიესტას გარეშეც კარგ შედეგს აჩვენებენ", - განაცხადა გვარდიოლამ.

altინგლისში პრიზები ჩამოარიგეს - გვარდიოლა პრემიერლიგაში საუკეთესო მწვრთნელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული