"პეპს უფროსობა და თვინიერი ფეხბურთელები უყვარს. მე ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს, რადგან ჩემს მწვრთნელს პატივს ვცემ, მისი საგანი კი არა ვარ.
ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები, მეც ვკამათობდი მწვრთნელებთან, თუმცა რაღაც მომენტში, ხალხი, რომლებსაც ერთმანეთის არ ესმით, თანხმდებიან. პეპთან ეს შეუძლებელია, ის ძალიან მკაცრია.
სხვა ფეხბურთელები ამას სახალხოდ არ აღიარებენ, მაგრამ პრივატულ საუბრებში მიტყდებოდნენ, რომ გვარდიოლას ვერ იტანდნენ.
მანჩესტერში ჩამოსვლისთანავე პეპმა მითხრა, რომ ახალგაზრდების სავარჯიშოდ ვჭირდებოდი. რომც მქონოდა სხვა
შესაძლოა, ჩემი წასვლის გამო გუნდზე კონტროლის დაკარგვის ეშინოდა, ვინაიდან მე ფეხბურთელთა ნაწილზე გავლენა მქონდა. როგორც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, გუნდიდან მომკვეთეს.
მეგონა, მხოლოდ შურისძიება უნდოდა. ჩემს გარშემო ტრიალებდა, მაკვირდებოდა და არ მელაპარაკებოდა. თუმცა, იცოდა, რომ კატალანურ, ესპანურ და ინგლისურ ენებს ვფლობ.
ყოველთვის, როდესაც გვერდზე გავუვლიდი, შეცბუნებული ჩანდა. თითქოს მიხვდა, რომ მის პიროვნებას კარგად ვიცნობ. ის ამაყია და უნდა წარმატებას თავის და არა სხვის მიერ შერჩეული მოთამაშეებით მიაღწიოს. თქვენს მტერს იმას, ვინც ამ პროექტს არ განეკუთვნება.
გვარდიოლაზე შექმნილი მითი უნდა დავანგრიო. მას "ბარსელონა" არ შეუქმნია. საიმისო ჭკუა ეყო, რომ კრუიფის შექმნილ გუნდში ადაპტირება მოეხერხებინა. იგივე გააკეთა "ბაიერნში" და "მანჩესტერ სიტიში", სადაც შეუზღუდავი შესაძლებლობებია. აბა, ერთი "კრისტალ პალასში" ან "უოტფორდში" სცადოს და ვნახოთ, რა გამოუვა.
ჩემთვის ზიდანი უფრო დიდი მწვრთნელია, რამეთუ ნაკლებად მომთხოვნია და ფეხბურთელებს პატივისცემით ეპყრობა. პეპს უნდა გენიოსად აღიარონ, მაგრამ ამის უკან კომედია იმალება. მატჩისას თავს იფხანს, თითქოს გამუდმებით ფიქრობს. ამაზე მეცინება, ეს კომედიაა.
მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ჩემთვის ბოლო სეზონი გაეფუჭებინა. გუნდში გატარებული 8 წლის შემდეგ ეს გულს მიკლავს. მინდოდა, გუნდს ინიესტას და ბუფონის დარად ემოციურად დავმშვიდობებოდი და ამაში ხელი შემიშალა," - განუცხადა ტურემ France Football-ს.