- სად გააგრძელებს კარიერას ტურე?
- ახლა იაიას სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი შეთავაზება აქვს, სადაც მზად არიან, მას დიდი ფული გადაუხადონ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო სეზონი გვარდიოლას მივუძღვნათ და დავამტკიცოთ, ასევე, ვანახოთ "სიტის" გულშემატკივრებს, რომ იაიას ფეხბურთი ჯერ არ დაუსრულებია. ის სავსეა ენერგიით და თამაში აუცილებლად ინგლისში სურს.
იმ დროს, როცა ინგლისში ფეხბურთელების შესაძენად უამრავ ფულს ხარჯავენ, მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ იაია მზადაა, თავისუფალი
მე ვფიქრობ, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ტურეა, არ აწყენდა "არსენალს", "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "ტოტენჰემს" ან "ლივერპულს". იაიას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ტოპ-ფეხბურთელს ლიდერული თვისებებით გუნდისთვის ჯერ არაფერი გაუფუჭებია, მით უმეტეს, როცა ასეთ ფეხბურთელში ფული არ უნდა გადაიხადო.
- მოულოდნელი არჩევანია ფეხბურთელისთვის, თანამედროვე ფეხბურთში ასეთ პირობებს დათანხმდეს...
- მე ვფიქრობ, ეს ისტორიაში პირველად ხდება. ჩვენ ფული იმდენად არ გვაინტერესებს, როგორც ბევრს ეგონა. ფული რომ გვაინტერესებდეს, სხვა ქვეყანაში წავიდოდით, სადაც დიდ ფულს გვპირდებიან. იაიას სურს, აჩვენოს ყველას, რომ ის მინიმუმ 3-4 წელი ითამაშებს ტოპ-დონეზე.
იაია ყოველთვის 42-ნომრიანი მაისურით გამოდიოდა. ჩვენ ეს ნომერი ავირჩიეთ, როგორც კარიერის დასრულების ასაკი. ამიტომ მას ჯერ კიდევ შეუძლია სარგებლის მოტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლა მომდევნო 2-3 წელიწადში ლიგას ვერ მოიგებს და მას გააგდებენ, შესაძლოა, ტურე "სიტიში" დაბრუნდეს.
იაია ტურე: გვარდიოლას მლიქვნელები უყვარს, მე მის მითს დავანგრევ
მომზადებულია Sport24.ru-ს მიხედვით