"იაია ტურე მზადაა, ინგლისის ტოპ 6-ის ნებისმიერ კლუბში კვირაში ერთი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდეს"

AutoSharing Option
იაია ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა საკუთარი კლიენტის სურვილზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, მას ინგლისში სურს კარიერის გაგრძელება.

- სად გააგრძელებს კარიერას ტურე?
- ახლა იაიას სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი შეთავაზება აქვს, სადაც მზად არიან, მას დიდი ფული გადაუხადონ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო სეზონი გვარდიოლას მივუძღვნათ და დავამტკიცოთ, ასევე, ვანახოთ "სიტის" გულშემატკივრებს, რომ იაიას ფეხბურთი ჯერ არ დაუსრულებია. ის სავსეა ენერგიით და თამაში აუცილებლად ინგლისში სურს.

იმ დროს, როცა ინგლისში ფეხბურთელების შესაძენად უამრავ ფულს ხარჯავენ, მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ იაია მზადაა, თავისუფალი
აგენტის სტატუსით ინგლისის ჩემპიონატის ტოპ-ექვსეულის ნებისმიერ კლუბში გადავიდეს კვირაში ერთი ფუნტის სანაცვლოდ. თუმცა გარკვეული წარმატების შემთხვევაში - ბონუსების პირობებში.

მე ვფიქრობ, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ტურეა, არ აწყენდა "არსენალს", "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "ტოტენჰემს" ან "ლივერპულს". იაიას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ტოპ-ფეხბურთელს ლიდერული თვისებებით გუნდისთვის ჯერ არაფერი გაუფუჭებია, მით უმეტეს, როცა ასეთ ფეხბურთელში ფული არ უნდა გადაიხადო.

- მოულოდნელი არჩევანია ფეხბურთელისთვის, თანამედროვე ფეხბურთში ასეთ პირობებს დათანხმდეს...
- მე ვფიქრობ, ეს ისტორიაში პირველად ხდება. ჩვენ ფული იმდენად არ გვაინტერესებს, როგორც ბევრს ეგონა. ფული რომ გვაინტერესებდეს, სხვა ქვეყანაში წავიდოდით, სადაც დიდ ფულს გვპირდებიან. იაიას სურს, აჩვენოს ყველას, რომ ის მინიმუმ 3-4 წელი ითამაშებს ტოპ-დონეზე.

იაია ყოველთვის 42-ნომრიანი მაისურით გამოდიოდა. ჩვენ ეს ნომერი ავირჩიეთ, როგორც კარიერის დასრულების ასაკი. ამიტომ მას ჯერ კიდევ შეუძლია სარგებლის მოტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლა მომდევნო 2-3 წელიწადში ლიგას ვერ მოიგებს და მას გააგდებენ, შესაძლოა, ტურე "სიტიში" დაბრუნდეს.

altიაია ტურე: გვარდიოლას მლიქვნელები უყვარს, მე მის მითს დავანგრევ


მომზადებულია Sport24.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული