"არსენალმა" ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
ინგლისური პრესა გვამცნობს, რომ ლონდონის "არსენალმა" საბოლოო შეთანხმებას მიაღწია "სამპდორიასთან" და გენუელთა 22 წლის ნახევარმცველი ლუკას ტორეირა "მეთოფე" გახდება.

ფეხბურთელი ამჟამად რუსეთში იმყოფება, სადაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში უნდა დაეხმაროს.

"არსენალს" კი მოცდა არ სურს, კლუბის წარმომადგენლები ტორეირას ნიჟნი ნოვგოროდში ჩააკითხავენ და სამედიცინო შემოწმებაზეც გაატარებენ.

ლონდონელებს აღნიშნული გარიგება 26,4 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ, ფეხბურთელთან კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

altლონდონის "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული