მადრიდის "რეალს" ტიბო კურტუას ტრანსფერიც ჩაეშალა

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "რეალს" ტიბო კურტუას ტრანსფერზე უარი შეუთვალა.

"სამეფო კლუბი" მზად იყო ბელგიელი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაეღო.

კურტუას "არისტოკრატებთან" შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისში ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგლძრივებას არ ჩქარობს.

"რეალს" ასევე არ გამოუვიდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დავიდ დე ხეას ტრანსფერი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

კლუბის ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის კი კეილორ ნავასი არ მოსწონს და მისი ჩანაცვლება აქვს გადაწყვეტილი.

გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ
გამარჯვებულებს ერთად ვარიანტად "რომას" მეკარე ალისონი რჩებათ.

altფლორენტინო პერესი: ალისონი 78 მილიონად "ლივერპულმა" იყიდოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული