"არსენალმა" "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" ლევერკუზენის "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონ ევროდ შეიძინა.

ეს ინფორმაცია "მეთოფეთა" საიტმა გაავრცელა. გუნდის ახალმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ მაღალი დონის გოლკიპერი დაიმატეს.

ლენოს ლონდონურმა კლუბმა ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 26 წლის კიპერმა 7 სეზონში "ფარმაცევტთა" გუნდში 230 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ის გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული