ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი მეკარე ბერნდ ლენო კარიერას "ფულემში" გააგრძელებს. ინგლისურმა კლუბმა გერმანელის ტრანსფერი გუშინ ღამით დაადასტურა. ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს. ლენოს გადაბირებით სხვადასხვა ევროპული გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა კიპერს ინგლისში, კერძოდ, ლონდონში დარჩენა სურდა. ლენო "მეთოფეებს" 2018 წელს, 22.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლევერკუზენიდან" შეუერთდა.
ჯორჯინიო ვეინალდუმი იჯარის წესით "რომაში" იასპარეზებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰოლანდიელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და "ჯალოროსი" მას მალე წარადგენს. პსჟ-ს ასევე იდრისა განა გეიეს გაშვებაც სურს, სენეგალელი ფეხბურთელი
"ბარსელონას" მეკარე ნეტუ, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის. ბრაზილიელი კიპერი ხავის გეგმებში არ შედის. ნეტუს დამატებას "ბორნმუთი" ცდილობს. "ალუბლები" პრემიერლიგაში ახლახან აღზევდა. ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან ბრაზილიელს სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. ნეტუ კატალონიელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს.
რენატო სანჩესი კარიერას "ლილიდან" პსჟ-ში გააგრძელებს. პორტუგალიელს "მილანიც" ეპატიჟებოდა, თუმცა რენატოს ლიგა 1-ში დარჩენა სურდა. L'Equipe-ის ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა, რის შემდეგაც სანჩესი გალტიეს გუნდს შეუერთდება. ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.
"ლაიფციგის" შემტევი ადემოლა ლუკმენი "ატალანტაში" გადაბარგებასთანაა ახლოს. მოთამაშე იტალიელთა ბაზაზე იმყოფებოდა, ტრანსფერის ღირებულებად 15 მილიონი ევრო სახელდება. 24 წლის ნიგერიელი შემტევი გასულ სეზონში იჯარის წესით "ლესტერის" ღირსებას იცავდა. "მელიების" შემადგენლობაში ლუკმენმა 26 მატჩი გამართა და 6 გოლის გატანა მოახერხა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით