"მანჩესტერ იუნაიტედი" 35 წლის მეკარეს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს

AutoSharing Option
Telegraph-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" 35 წლის მეკარე ლი გრანტს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

გამოცდილი კარის დარაჯი ბოლოს "სტოკში" ირიცხებოდა, სადაც ჯეკ ბატლენდის დუბლიორი იყო.

"წითელი ეშმაკები" ვეტერან კიპერს მესამე მეკარედ, ანუ დავიდე დე ხეასა და სერხიო რომეროს შემცვლელად მოისაზრებენ.

ლი გრანტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული