"ჩელსის" მენეჯერს კონტეს 11-მილიონიანი კომპენსაცია ეკუთვნის და აბრამოვიჩი მის გადაყენებას ვერ ახერხებს?

AutoSharing Option
"ჩელსიმ" შეიძლება ისევ გადადოს ანტონიო კონტეს გადაყენება.

ის ჯერ სამუშაოდან ოფიციალურად არ დაუთხოვიათ და მისი შემცვლელი მაურიციო სარის სახით უკვე მოიძიეს.

"არისტოკრატები" პრობლემის წინაშე დგანან - კონტესთვის ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში 11 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო კი ამტკიცებს, რომ კონტე და მისი თანაშემწეები არაკორექტული საქციელისთვის მოხსნილები არიან, მათ კომპენსაციას არ უხდიან და ისინი თანხის მიღებას სასამართლოს დახმარებით აპირებენ. კონტემ უკვე დაავალა თავის ადვოკატებს გააპროტესტონ კლუბის პრეზიდენტის, რომან აბრამოვიჩის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სარი კი ლონდონში დღეს უნდა
ჩავიდეს და თან ნახევარმცველ ჟორჟინიოს ჩაიყვანს, რომელიც "არისტოკრატებმა" "ნაპოლისგან" 65 მილიონად შეიძინეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული