"ლივერპულმა" როგორც იქნა, გადაჭრა მეკარის პრობლემა - ალისონი 62 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" "რომასა" და ბრაზილიის ნაკრების მეკარე ალისონი 62 მილიონ ევროდ შეიძინა.

ეს ფეხბურთის ისტორიაში მეკარის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.

ალისონმა განაცხადა, რომ დიადი გუნდის წევრი გახდა და ოცნება აუსრულდა.

აღფრთოვანებული გახლდათ "წითლების" მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელმაც აღნიშნა, რომ ალისონმა დიდი გამოცდილება მიიღო ევროტურნირებზე, მსოფლიოს ჩემპიონატზეც კარგად ითამაშა, მაგრამ არ გაუმართლა, ჩინებული გოლკიპერი და ნამდვილი პიროვნებაა და ინგლისურადაც ნორმალურად საუბრობს.

თურმე, ალისონს წინა დღით ყოფილმა თანაგუნდელმა მოჰამედ სალაჰმა წერილი გაუგზანა:"გამარჯობა, რას ელოდები?", კიპერმა კი უპასუხა:"დაწყნარდი, უკვე მოვდივარ".

"ლივერპულს" უკანასკნელ წლებში მუდამ
ჰქონდა პრობლემები სიმონ მინოლეს და ლორის კარიუსის არადამაჯერებელი თამაშის გამო და ალისონში ამხელა თანხა დაუფიქრებლად გადაიხადა.

altფლორენტინო პერესი: ალისონი 78 მილიონად "ლივერპულმა" იყიდოს

alt"რომას" დირექტორი: ხუმრობა არ იცით? ალისონი არსად არ მიდის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული