მას ისეთი კლუბებიც ეპატიჟებოდნენ, როგორებიც მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" არიან.
ბრაზილიელი კარის დარაჯი თავის მომავალზე ფიქრობდა და არჩევანს აკეთებდა, მას კი მოჰამედ სალაჰმა შემდეგი სახის ტექსტი მისწერა:
- "ალისონ, რაღას ელოდები, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან"?.
- "მოჰამედ, დაწყნარდი! უკვე გზაში ვარ", - უპასუხა ალისონმა.
შეგახსენებთ, რომ "რომას" ყოფილი კარის დარაჯი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.
"ლივერპულმა" როგორც იქნა, გადაჭრა მეკარის პრობლემა - ალისონი 62 მილიონად შეიძინა