ლონდონის "ჩელსიმ" მაურიციო სარის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო.
"არისტოკრატებმა" ავსტრალიაში "პერტ გლორი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ამხანაგური შეხვედრა სტადიონ "ოპტისზე" გაიმართა.
მატჩში ერთადერთი გოლი პედრომ მე-5 წუთზე გაიტანა.
მომდევნო მატჩს "ჩელსი" 25 ივლისს, "სევილიასთან" გამართავს.