Daily Star: ტიერი ანრი "ასტონ ვილას" მწვრთნელობას დათანხმდა

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" ახალი მფლობელები ნასეფ სავირისი და უეს ედენსი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილ ფორვარდს, ტიერი ანრის შესთავაზებენ.

Daily Star-ის ინფორმაციით, ანრი "ვილას" ხელმძღვანელობის შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა კლუბის ახალ მფლობელებს ჯერ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტივ ბრიუსის გაშვება და ბიუჯეტის ფორმირება სჭირდებათ, რომლის მიხედვით იმუშავებს ტიერი ანრი.

სავირისმა და ედენსმა "ასტონ ვილას" აქციების 27.5% გამოისყიდეს.

სავირისი ეგვიპტის უმდიდრესი ოჯახის წევრია, ედენსი კი ამერიკელი მაგნატი და "მილუოკი ბაქსის" თანამფლობელია.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბელგიის
სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული