მან ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ყველას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში, მინდა, Macclesfield-ის, Salford Royal-ისა და Alexandra hospitals-ის საავადმყოფოებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
დამიჯერეთ, ამ ადამიანების გარეშე, რომლებიც ჩემზე ძალიან ზრუნავდნენ, აქ არ ვიქნებოდი.
მთელი მსოფლიოდან უამრავი შეტყობინება მივიღე, რამაც კიდევ უფრო გამამხნევა.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა.
მოგვიანებით, ამ სეზონში, "მანჩესტერის" თამაშების საყურებლად დავბრუნდები. მინდა, ჟოზე მოურინიოსა და მის ფეხბურთელებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო", - აღნიშნა ფერგიუსონმა.
შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონს ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ, 5 მაისს ოპერაცია გაუკეთეს, 3 დღის შემდეგ კომიდან გამოიყვანეს, 9 მაისს კი ინტენსიური თერაპიის პალატიდან სტაციონარში გადაიყვანეს, რის შემდეგაც 2 ივნისს სახლში გაწერეს.
ალექს ფერგიუსონი კომიდან გამოიყვანეს და ლაპარაკი დაიწყო