ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
"ბარნლის" ოფიციალურმა საიტმა გვაუწყა, რომ "მანჩესტერ სიტიდან" ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი დაიმატა.

პრემიერლიგის ბინადარმა კლუბმა 31 წლის კარის დარაჯს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, გარიგების საფასური კი არ ხმაურდება.

ჰარტი "სიტიში" 2006 წლიდან ირიცხებოდა, როდესაც მანჩესტერელებმა ის "შრიუსბერიდან" შეიძინეს.

ჯო რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითად მეკარედ ითვლებოდა, "ეტიჰადზე" ხოსეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ კი ჯერ "ტორინოში", შემდეგ კი "ვესტ ჰემში" გაიჯარებული იყო.

altჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს

altჯო ჰარტი ზაფხულში ახალ გუნდს მოძებნის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული