ხოსეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი" აღარავის დაიმატებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბი ახალი ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ აპირებს.

"ვფიქრობ, რომ აღარავის დავიმატებთ", - ციტირებს გვარდიოლას Independent-ი.

გვარდიოლამ ასევე ჯონ სტოუნსის ფლეიმეიკერის ფუნქციებით დატვირთვაზე ისაუბრა.

მცველმა ახალი ფუნქციები ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩში იტვირთა. "ქალაქელებმა" 2:0 მოიგეს.

"ვფიქრობ, ჯონს ყველა ის მონაცემი გააჩნია, რომ ამ პოზიციაზე ითამაშოს. არ ვიცი, მომავალში კვლავ გამოვიყენებთ მას ამ პოზიციაზე თუ არა. ვნახოთ", - აღნიშნა გვარდიოლამ.

altჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში

გადავიდა

alt "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსის" სუპერთასზე სერხიო აგუეროს დუბლით სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული